IMF 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

IMF 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოსთვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს პროგნოზი გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის ანალოგიურია და ის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამის შესახებ IMF-ის მიერ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ზრდებია 2025 წელს მოსალოდნელი:

  • საქართველო – 6%, პროგნოზი უცვლელია;
  • სომხეთი – 4.5%, პროგნოზი 0.4 პ.პ-ით არის შემცირებული;
  • აზერბაიჯანი – 3.5%, პროგნოზი 1 პ.პ-ით არის გაზრდილი;
  • ყაზახეთი – 4.9%, პროგნოზი 0.3 პ.პ-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…